მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულოს წევრი ანი წითლიძე ხელისუფლებას მიმართავს: ,,რამდენჯერ დაითვლით ბიულეტენებს?! ეს რამეს...

საკრებულოს წევრი ანი წითლიძე ხელისუფლებას მიმართავს: ,,რამდენჯერ დაითვლით ბიულეტენებს?! ეს რამეს გიშველით ან ახლა, ან 8 ოქტომბერს?! მოგებული არჩევნების წართმევას ცდილობთ თავხედურად”

Published on

ზუგდიდის საოლქო სააარჩევნო კომისიაში კორცხელში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების გადამოწმება მიმდინარეობს, კომისიამ ხმაურიანი სხდომის შემდეგ ხმების ხელახალი გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"კორცხელში, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა დაძაბულ, სტრესულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რაც გამოწვეული იყო უბნის გარეთ დაპირისპირებული ჯგუფების დიდი რაოდენობით მობილიზებით. იმის გამო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იმყოფებოდნენ უბნის შიგნით მყოფი წარმომადგენლების და დამკვირვებლების გავლენის ქვეშ, ხმის დათვლის პროცესი ხარვეზებით წარიმართა. დაძაბულობისა და შეცდომების გამო, რამდენჯერმე გადათვალეს ბიულეტენები და 53-ე უბანზე ხელმოწერების რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდა ბიულეტენების რაოდენობაზე". – აცხადებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ  ჟურნალისტების ყურადღება გაამახვილა  საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მიერ შუალედური არჩევნების დღეს, 22 მაისსავე გაკეთებულ  განცხადებაზე, რომ საარჩევნო უბნების გარეპერიმეტრზე მომხდარ არეულობას არჩევნების შედეგებზე   გავლენა არ მოუხდენია.  სხდომის დაწყების წინ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა შემდეგი:  ვნახოთ, ცენტრალური კომისიის თავჯდომარის გუშინდელი პოზიცია და დღეს ცენტრალური კომისიის გადაწყვეტილება რამდენად დაემთხვევა ერთმანეთს. გამოჩნდება, მიიღო თუ არა ახალი დავალება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ ადამიანებისგან, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას", – განაცხადა ბობოხიძემ.

სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა ,,ქართული ოცნების''წარმომადგენელმა ირაკლი  კობახიძემაც:  "პირველმა და მეორე გადათვლამ შედეგი არ აჩვენა, მესამე შედეგის დროს იყო პრინციპული სხვაობა, რამაც გააჩინა სწორედ ეჭვები და კითხვის ნიშნები, რის გამოც მოვითხოვეთ ჩვენ გადათვლა საოლქო კომისიაში. მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცედურა, ბუნებრივია ჩვენ ვაღიარებთ იმ შედეგს, რომელიც დაითვლება". 

როგორც ჩანს დავალება მიღებულია. საოლქო კომისიამ ხელახალი დათვლის გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიის ოფისთან შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ შედეგების გაყალბებას, მათ   საფუძვლიან ეჭვებს აღუძრავს  სხდომიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის გაძევება კომისიის მიერ და მის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.

  ,,რამდენჯერ დაითვლით ბიულეტენებს?! ეს რამეს გიშველით ან ახლა, ან 8 ოქტომბერს?! მოგებული არჩევნების წართმევას ცდილობთ თავხედურად  და მაგრები ხართ'' – აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანი წითლიძე.
 ,,
ცირკია,  რაც საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში ხდება ''  – წერს სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი ბათლომე შელია.
,,გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ,,ქართული ოცნების"  ხელისუფლება მარტოდენ კუნთმაგარი ბიჭების იმედზე დარჩებოდა'' –  აცხადებენ  ენმ – ს კანდიდატის მხრდამჭერები, რომელნიც კორცხელიდან ჩამოვიდნენ თავიანთი ხმების დასაცავად.  

 შეგახსენებთ,  ზუგდიდის 67,15 საარჩევნო ოლქში, ქართული ოცნების კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ ხმების 48.96% დააგროვა (613 ხმა), ხოლო ენმ-ის კანდიდატმა ვარადებულ ლაშხიამ – 49.76% (623 ხმა)

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...