მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ,,ქართული ოცნების'' საჩივრის საფუძველზე ხმების თავიდან...

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ,,ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე ხმების თავიდან გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო

Published on

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომიდან, რომელიც შეიკრიბა  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მაიზერ ნანავას მიერ შემოტანილი საჩივარის განსახილველად  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ჯინჯოლავა გააძევეს. ის არ დაეთანხმა საჩივარს, რომლის  თანახმად ხმების დათვლაში უზუსტობები იყო. საჩივარი შეიცვდა ხმების ხელახალი დათვლის მოთხოვნას. . დავით ჯინჯოლავას კამათი მოუვიდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხთან, რის შემდეგაც მას შეხვედრის ოთახი დაცვის პოლიციის გამოყენებით დაატოვებინეს.

საუბარია კორცხელში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების  შედეგების გაუქმებაზე, რომლის მიხედვითაც  ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა.  სარჩელში მიზეზად 53-ე და 54-ე საარჩევნო უბნების გარეთ მომხდარი არეულობაა დასახელებული.

მიხედავად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდამწერთა პროტესტისა, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ,,ქართული ოცნების'' მოთხოვნა დააკმაყოფილა და ხმების თავიდან გადათვლაზე გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე წუთში მოხდება ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლა.

ნაციონალური მოძრაობა მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და საოლქო კომისიის წევრებს ქართული ოცნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

ქართული ოცნების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო უბნის გარეთ მომხდარმა არეულობამ ხელი შეუშალა კომისიის სრულფასოვან მუშაობას. ამის შესახებ განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმაც გააკეთა.

„პირველმა და მეორე გადათვლამ შედეგი არ აჩვენა, მესამე შედეგის დროს იყო პრინციპული სხვაობა, რამაც გააჩინა სწორედ ეჭვები და კითხვის ნიშნები, რის გამოც მოვითხოვეთ ჩვენ გადათვლა საოლქო კომისიაში. მას შემდეგ რაც დასრულდება ეს პროცედურა, ბუნებრივია ჩვენ ვაღიარებთ იმ შედეგს, რომელიც დაითვლება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განცხადებას აკეთებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც, სადაც ისინი ქართული ოცნების მოთხოვნას უკანონობად აფასებენ.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...