მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება'' ცდილობს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები კორცხელის ერთ-ერთ საარჩევნო...

,,ქართული ოცნება” ცდილობს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები კორცხელის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში

Published on

 

ქართულმა ოცნებამ კორცხელის ერთერთი უბნის შედეგები გაასაჩივრა. ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ამ საჩივარს  ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს,   20:00   საათზე განიხილავს.  ნადირაშვილის  თქმით, ,,ქართული  ოცნება'' აცხადებს, რომ საარჩევნო ურნაში  ერთი ბიულეტენით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე არჩევნებზე დარეგისტრირებულ ხმის მიმცემთა რაოდენობა.იგი არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება იყოს ,,ქართული ოცნების'' მიერ მოთადარიგებული სვლა იმ შემთხვევისათვის, თუ ნაციონალურ მოძრაობასთან კონკურენციაში დამარცხდებოდა და არჩევნების ბათილად ცნობა დასჭირდებოდა.. 

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის სოფელ კორცხელის ორივე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს. ვარადებულ ლაშხიამ 623 ხმა (49,76%) მიიღო. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ 613 ხმა (48,96%) და მესამე კანდიდატმა „თავისუფალი საქართველოდან“ თეონა ქარდავამ 16 ხმა (1,28%).
 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...