მთავარისიახლეებიპოლიტიკატელერადიოკომპანია ,,ოდიშისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ლაივ პრესის" ჟურნალისტები დაკითხვაზე დაიბარეს

ტელერადიოკომპანია ,,ოდიშისა” და საინფორმაციო სააგენტო ,,ლაივ პრესის” ჟურნალისტები დაკითხვაზე დაიბარეს

Published on

ამ წუთებში  ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის" ჟურნალისტი ლევან კალანდია  ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. იგი,   სავარაუდოდ,  კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე  მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.
მცირე ხნით ადრე დაიკითხა  „ლაივპრესის“ ჟურნალისტი თამარ ზანთარაია, რომელიც  დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ მას 
 თხოვეს „ლაივპრესის“ მიერ გადაღებული ვიდეომასალის წარმოდგენაც, რომელსაც შეისწავლიან. მისი თქმით, გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია, ეხება თუ არა დაბარება მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას, უბრალოდ  განმარტეს, რომ დაკითხვა კენჭისყრის დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, ორივე ჟურნალისტი გუშინ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა და სხვა კოლეგებთან ერთად, მიუხედავად ექსტრემალური პირობებისა,  ღორსეულად გაართვა თავი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. 

როგორც ვიუწყებოდით,    გუშინ კორცხელში მმართველი პარტიის მიერ მობილიზებული  ჯგუფის ძალისმიერი მოქმედების პირობებში  საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას აშუქებდნენ. მათ ყველა მეთოდით უშლიდნენ ხელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, უხეშად ცდილობდნენ მათ გაძევებას თავიანთ ,,საბრძოლო პოლიგონად'' ქცეული ტერიტორიიდან – საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრიდან,  შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს, ცდილობდნენ კამერებისა და გადაღებული მასალების   წართმევას ( რაც აიპრესის გადამღები ჯგუფის შემთხვევაში  შეძლეს კიდეც), შეტევა განსაკუთრებით მძაფრი იყო რუსთავი 2 – ის გადამღები ჯგუფის მიმართ. ჟურნალისტებს განურჩევლად  ესროდნენ ქვებსა და წყლით სავსე ბოთლებს, რის შედეგადაც დაშავდა   ტელერადიო კომპანია ,,ოდიშის" ოპერატორი ზვიად აბლოთია. . ინფორმაცია ჟურნალისტების მიმართ უხეში გამოხდომების შესახებ მთელი დღე ვრცელდებოდა მედიასაშუალებებში.  გუშინვე ტელერადიოკომპანია ,,ოდიშმა '' გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამია:  ,, ტელერადიოკომპანია ,,ოდიში'' გადაჭრით  გმობს  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, სოფელ კორცხელის მოსახლეობისა და იქ მყოფი ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ბარბაროსულ აქტს და მთელ პასუხისმგებლობას მომხდარისათვის ხელისუფლებას აკისრებს''.   

 


 

სიახლეები

ირაკლი კობახიძე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის დამამტკიცებელი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის დამამტკიცებელი...

პოლიტპატიმრების საქმეებზე დაკვირვების თანხმობას ოცნება ეუთო/ოდირს არ აძლევს-ბურჯანაძე

კოალიცია ჩემი ხმა ევროკავშირის წევრი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში...

შემთხვევა თბილისში: ამწის კაუჭი მანქანას დაეცა – საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა

თბილისში მომხდარ შემთხვევაზე წერს ფეისბუქზე კობა ნაროუშვილი და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ცოტა ხნის...

რუსი ოკუპანტები კიევსა და ხარკოვს უტევდნენ

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას წუხელ ფრთოსანი რაკეტებით, დრონებითა და “შაჰიდებით” შეუტიეს. სურათზე მოცემულია თავდასხმის ამსახველი...