მთავარისიახლეებიპოლიტიკახურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე საუბრით დაიწყო თავისი გამოსვლა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა...

ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე საუბრით დაიწყო თავისი გამოსვლა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტამბოლის სამიტზე

Published on

სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე საუბრით დაიწყო თავისი გამოსვლა პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციასა და დევნილების პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს მშვიდობიანი, უდანაშაულო მოქალაქე სასტიკად მოკლეს სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. ეს საზარელი შემთხვევა ხაზს უსვამს ჩვენს უმთავრეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას – ერთად აღვკვეთოთ და დავასრულოთ კონფლიქტი. საქართველო ერთგულია და მხარს უჭერს ხუთივე უმთავრეს ვალდებულებას, რომელიც წარმოადგინა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ჩვენ ვიყენებთ ყველა გამაფრთხილებელ მექანიზმს კონფლიქტის აღსაკვეთად და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ერთგული ვრჩებით ჟენევის დისკუსიის მიმართ და უფრო მეტიც, ხელს ვუწყობთ გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენას.

საქართველო ერთგული რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ და კვლავაც ვიმეორებთ 2010 წელს დადებულ პირობას ძალის ცალმხრივად გამოუყენებლობის შესახებ. მოვუწოდებთ რუსეთს მოახდინოს ამ ჩვენს დაპირებაზე საპასუხო რეაგირება. ამავდროულად, ვაგრძელებთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარდაჭერას სამართლიანობისა და დაუსჯელობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. ჩვენ კვლავაც ხელს შევუწყობთ გლობალურ უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...