მთავარისიახლეებიპოლიტიკასპორტის მინისტრი: სპორტსმენი, რა რეგალიებიც არ უნდა ქონდეს და ვინც არ უნდა...

სპორტის მინისტრი: სპორტსმენი, რა რეგალიებიც არ უნდა ქონდეს და ვინც არ უნდა იყოს, უნდა გაემიჯნოს დაპირისპირებას და ძალადობას

Published on

სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი აკრიტიკებს სამეგრელოში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა დროულად უნდა გამოიძიონ დანაშაული.

აქვე ტარიელ ხეჩიკაშვილი აღნიშნავს, რომ ჩხუბში მონაწილეებიდან არავინ არ არის მოქმედი სპორტსმენი და მათ მიმართ სპორტულ დისციპლინური სასჯელის გამოყენება შეუძლებელია.

„ვინც არ უნდა იყოს სპორტსმენი, თუ მსგავს დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან ცუდია. ეს არა მარტო სპორტული ოჯახისთვის, მთლიანად საზოგადოებისთვის არის ცუდი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, რა რეგალიებიც არ უნდა ქონდეს და ვინც არ უნდა იყოს, უნდა გაემიჯნოს დაპირისპირებას და ძალადობას. ეს ყველაფერი გავიარეთ და ძალიან ცუდია თუ ვიღაცა ისევ უკან აბრუნებს საქართველოს,“ – აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. 

”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ზაზა კედელაშვილი აცხადებს რომ  ”ქართულმა ოცნებამ” პროვოკაციის მოსაწყობად გუშინ სპორტსმენები გამოიყენა, რაც ამაზრზენად მიაჩნია.

”მე ზაზა კედელაშვილი, როგორც ყველა მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენი, ვემიჯნები და ვგმობ ყოველგვარ ძალადობას. თავს ვიკავებდი ვაი პოლიტიკანების ცილიმწამებლური კომენტირებისგან, თუმცა გუშინ მომხდარ ფაქტს და ჩემს მიმართ გამოთქმულ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას ნამდვილად ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე. მე როგორც ქართველს, ყოფილ სპორტსმენს, ამაზრზენად მიმაჩნია სპორტსმენთა გამოყენება მსგავსი სახის პროვოკაციებში, რაც ”ქართულმა ოცნებამ” გააკეთა სოფელ კორცხელში. ასევე მინდა ვთხოვო სამართლიანად აღშფოთებული საზოგადოების დიდ ნაწილს, თავი შეიკავონ მთლიანად სპორტული ოჯახის შეურაცხყოფისგან, რადგან ის მცირე ჯგუფი ხელისუფლების მიერ ზონდერ ჯგუფებად გამოყენებული სპორტსმენები ნამდვილად არ წარმოადგენენ ქართული სპორტული ოჯახის სახეს და მითუმეტეს, არ გამოხატავენ მათ აზრს. მე კი, ისე როგორც ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, ვიდექი და ვდგავარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე”, – აცხადებს კედელაშვილი.

შეგახსენებთ, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ”ნაციონალურ მოძრაობას” გუშინ სოფელ კორცხელში ”ზაზა კედელაშვილის ”ზონდერდაჯგუფება” ჰყავდა ჩაყვანილი და ამის მტკიცებულებებს, მათ შორის ფოტო სურათებს ისინი მოგვიანებით წარადგენენ.

მაგრამ სანამ ამ ფოტოებს მოიძიებდეს, იქნებ ჯობდეს უკვე ფართოდ გავრცელებულ ფოტოდოკუმენტებზე აღბეჭდილი გეგეშიძისა და მისი რაზმის მოქმედება შეაფასოს   

 

 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...