მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახა კალაძემ და ნოდარ ხადურმა სამეგრელოში თბილისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს...

კახა კალაძემ და ნოდარ ხადურმა სამეგრელოში თბილისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს VIDEO)

Published on

სამეგრელოში მყოფმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს თბილისის სტიქიის შედეგად დაღუპული ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას ოჯახს და ხობის რაიონ სოფელ გურიფულიდან ლიზა და ინდირა ზარანდიების ოჯახს მიუსამძიმრეს. მარიამ ქუთელია მეგობარ გოგონასთან, ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან ერთად, იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ადიდების დროს მარიამი ივლიტასა და მის მეუღლესთან ერთად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. ივლიტას მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, ორ გოგონას კი ახლობლები ეძებდნენ. დაღუპული მარიამ ქუთელია  მაშველებმა 15 ივნისს იპოვეს. რაც შეეხება ლიზა ზარანდიას – ის მაშველებმა მზიურის ტერიტორიაზე 14 ივნისს იპოვეს. ლიზა ზარანდიასთან ერთად სტიქიას მისი და ინდირა ზარანდიაც შეეწირა. ოფიციალური მონაცემებით, თბილისის სტიქიას 17 ადამიანი შეეწირა, ხოლო 5 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...