მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით საყვარელიძე: ამაზრზენია და სიმპტომატური, რაც ერთი შეშინებული პატარა კაცუნას დაქირავებული კუნთმაგარი...

დავით საყვარელიძე: ამაზრზენია და სიმპტომატური, რაც ერთი შეშინებული პატარა კაცუნას დაქირავებული კუნთმაგარი ბრიყვების შესრულებით ვნახეთ

Published on

დავით საყვარელიძე თავის ფეისბუქგვერდზე კორცხელში მოწყობილ რბევას ეხმაურება: 

 ამაზრზენია და სიმპტომატური, ის რაც დღეს სამეგრელოში ერთი შეშინებული პატარა კაცუნას დაქირავებული კუნთმაგარი ბრიყვების შესრულებით ვნახეთ.

ჩვენები კი გაუძლებენ ამ ერთ არაკაცურ ჩხუბში გალახვას, მაგრამ აი ის პატარა კაცმაცუნა როცა გაქუსლავს საქართველოდან ცხადად წარმომიდგენია ყველა ამ კუნთნაგარი გონებაჩლუნგის მოგზავნილი მთხოვნელების რიგი, სიტყვებით: "გვაპატიეთ არ გვინდოდა"-ს ძახილით რომ მოგვადგებიან. (რამის თავი თუ გაქვთ, ბარემ რამდენიმე კილომეტრიც გაგევლოთ და თქვენი ძალა და გამგედაობა მოკლული ბიჭის ერთმორწმუნე მკვლელებისთვის გეჩვენებინათ!)

ის რაც ხდება, ცხადად აჩვენებს რომ პოლიტიკურად გაღატაკდა მილიარდერის ხელით შეწებებული დროებითი მოვლენა სახელად "ქართული ოცნება". დაშინებით და სამეგრელოში ჩაყვანილი ხალხით 20 წლის ბიჭების და მეგრელების ცემით გონიათ გავლენ ფონს. ეს აგონია 8 ოქტომბერს აუცილებლად უნდა დაასრულოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც დღეს ამ საზიზღრობას უყურა!

მრცხვენია, რომ ასეთი ველურობა ჩემ საყვარელ საქართველოში ხდება. ვიდეოს არ ვაზიარებ შეგნებულად, რომ უკრაინელების თვალში არ გავაუფასურო ამდენი ხნის ნაშენები და ნაწვალები "პროგრესული საქართველოს" იმიჯი!


 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...