სახალხო დამცველი გმობს სოფელ კორცხელში მომხდარს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს."სამართალდამცავმა ორგანოებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ მსგავსი ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სს კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. თუმცა, აშკარად იკვეთება ისეთი ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს."სახელმწიფო ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყოს დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ, ორგანიზებას უწევდნენ ან აქეზებდნენ ძალადობის ამ აქტს. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობა მიმართული იყო ოპოზიციური პარტიისა და ამ პარტიის მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რაც ხელისუფლებას აკისრებს საქმის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით გამოძიებისა და მყისიერი რეაგირების ვალდებულებას."სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ძალადობაზე მკაცრი რეაგირების დაგვიანება გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე და წაახალისებს მსგავსი ძალადობის გამოვლინებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი," – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.
სიახლეები
სიახლეები
ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...
Uncategorized
გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...
სიახლეები
პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია
პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...
სიახლეები
TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია.
"ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...