მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორცხელში მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული რბევის რეზონანსი

კორცხელში მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული რბევის რეზონანსი

Published on

ის, რაც მოხდა არჩევნებზე სამეგრელოში მიუღებელია და ასეთი პრეცედენტები აღარ უნდა განმეორდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს კორცხელში მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება საჭირო სამართალდამცავების მხრიდან, რათა ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს. ”ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როდესაც არჩევნები ტარდებოდა ძალადობით. მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს, მოსახლეობამ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი. მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება სამართალდამცავების მხრიდან საჭირო, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. ეს ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ. 
 
საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას შემაშფოთებელს უწოდებს. მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობა დაუშვებელია. 
ელჩი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ხელისუფლება გუშინ მომხდარი მოვლენების სრულ გამოძიებას აპირებს.„ასეთი სახის ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ მოვლენებს ადგილი არა აქვს, განსაკუთრებით არჩევნების წელს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა. 
 
სახელმწიფოს ღირსების საკითხი იქნება, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და ჩვენს თანამოქალაქეებს მივცეთ საშუალება მშვიდობიან გარემოში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე მისცენ ხმა მათ რჩეულს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. ყველანაირი ტექსტი, რომელიც მომხარ ძალადობას ამართლებს, არის მიუღებელი, გაუაზრებელი და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, – აღნიშნული განცხადებით “რესპუბლიკელი“ დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, “ის ვინც ხელს იქნევდა, ხელს თავის ქვეყანას უქნევდა“. “მოვისმინეთ განცხადებები, რომ ყველაფერი მათი ბრალია, ვინც გაილახნენ. მსგავსი ცინიკური განცხადებები უბრალოდ წარმოუდგენელია. ქვეყანაში არის სისტემა, რომელიც უნდა მუშობდეს. ყველა დამნაშავე უნდა გამოვლინდეს, დაისაჯოს და მაშინ გაირკვევა, ვინ ვინ არის, ვინ არის მართალი და ვინ – დამნაშავე“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი .
 
 
 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...