მთავარისიახლეებიპოლიტიკასპორტსმენები ხელისუფლებას ცილისწამებაში ადანაშაულებენ

სპორტსმენები ხელისუფლებას ცილისწამებაში ადანაშაულებენ

Published on

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა კორცხელში  ორგანიზებული თავდასხმისათვის და ხელი შეახოცოს სპორტსმენებს, რომელნიც ან მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ ხელისუფლების დირექტივებისა  კორცხელში, ან საერთოდ არ ყოფილან იქ  არეულობის დროს.  

წუხელ   ამ საკითხზე  ქართული ოცნების შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართეს. პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები მათი პარტიის წევრები არ არიან. ამასთან, მათი პროვოცირება მოახდინეს ბოკერიას ზონდერ ჯგუფების წევრებმა, რომელნიც  მათი ინფორმაციით, სწორედ მისი მითითებით გეგმავდნენ არეულობის მოწყობას. მდინარაძემ გაასაჯაროვა ამ  პირთა ფოტოები.  

მდინარაძის მიერ დასახელებული სპორტსმენები ილია მარტყოფლიშვილი, თეიმურაზ ლუტიძე და ანრი ბიჩენოვი  ხელისუფლებას ცილისწამებაში ადანაშაულებენ. ისინი პოლიციის განყოფილებაშიც იმყოფებოდნენ, სადაც განაცხადეს, რომ მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქი არ დაუტოვებიათ და მათ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისინი კორცხელში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები იყვნენ, სიცრუეა. მათი განცხადებით ისინი მთელი დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდნენ და სამეგრელოში მომხდარი ამბების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან შეიტყვეს. მათივე თქმით, ბევრი მოწმე არსებობს, რომელიც მათ ნათქვამს დაადასტურებს.

ქართული ოცნება, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელს აფარებს  ზუგდიდში მის მიერ მოვლინებულ თავდამსხმელთა ჯგუფს . შეგახსენებთ, კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს, გუშინვე დაიწყო. თუმცა  ამ დროისთვის დაკავებული არ არის რბევაში მონაწილე  არც ერთი პირი. 

 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...