მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველო პრაქტიკულად მთლიანად მოასუსტა

მიხეილ სააკაშვილი: დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველო პრაქტიკულად მთლიანად მოასუსტა

Published on

მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე მოვლენებზე რუსთავი 2 – ისთვის გაკეთებულ კომენტარებში კიდევ ერთხელ უბრუნდება ხურჩაში  მომხდარ მკვლელობას.

,,მე შეძრული ვარ 30 წლის გიგა ოთხოზორიას მხეცური მკვლელობით. ეს არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის კიდევ ერთი უკვე მერამდენე უდანაშაულო მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახს და ასევე არ შემიძლია არ ვთქვა, ეს ტრაგედია ვერ მოხდებოდა და არ მოხდებოდა ელემენტარული ზომები, რომ ყოფილიყო უსაფრთხოების. ვერ მოხდებოდა იქ, რომ მდგარიყო სპეციალური დანიშნულების რაზმი, როგორც ყოველთვის იდგა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ვერ მოხდებოდა, მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები და დამნაშავეებს ჰქონოდათ განცდა, რომ დაუსჯელობა არ იქნება.

ეს ტრაგედია ვერ მოხდებოდა თუ არა ის, რომ სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა თავის პოლიტიკად ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს საერთაშორისო რადარებზე, არ უნდა იყოს ყურადღების ცენტრში და ამგვარად პრაქტიკულად მთლიანად მოასუსტა და მოარღვია საერთაშორისო ფრონტი ასეთი რამეებისთვის ხელის შეშლის.

ამიტომ ეს შედეგია, გარდა ყველაფრისა, გარდა სისასტიკისა, გარდა ძალადობისა, საქართველოს ოკუპანტი მხარის, ასევე გაუაზრებელი, კაპიტულანტური პოლიტიკის, რომელიც ყველაფერთან ერთად არის არაფრთხილი პოლიტიკა. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, ძალიან თავშეკავებულები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ დაუდევრები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევასუსტოთ უსაფრთხოების ზომები, რასაც სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ჰქონდა, ყველას დასანახად ადგილი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

სიახლეები

POG- შსს-ს თანამშრომელი დაცვის პოლიციის თანამშრომლებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა

პროკურატურის ცნობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი...

ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე „TV პირველს“ ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. დღეების წინ პროსახელისუფლებო არხის მიერ...

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...