მთავარისიახლეებიპოლიტიკატელერადიოკომპანია ,,ოდიში" გადაჭრით გმობს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, სოფელ კორცხელის მოსახლეობისა...

ტელერადიოკომპანია ,,ოდიში” გადაჭრით გმობს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, სოფელ კორცხელის მოსახლეობისა და იქ მყოფი ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ბარბაროსულ აქტს და მთელ პასუხისმგებლობას მომხდარისათვის ხელისუფლებას აკისრებს

Published on

 ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის" ჟურნალისტი  ლევან კალანდია განცხადებას აკეთებს:  სოფელ კორცხელში მომხდარი ფაქტი  აბსოლუტურად სცდება ყოველგვარ კანონს და საარჩევნო კოდექსის თითოეულ ეპიზოდს. სახელისუფლებო ფლანგის მხარდამჭერები, რომლებიც არსებული ინფორმაციით, სპეციალურად კორცხელის შუალედური არჩევნებისთვის ჩამოიყვანეს, სასიკვდილოდ გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. სასტიკად არიან ნაცემები ნიკა მელია, ნუგზარ წიკლაური, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, აკო მინაშვილი, გიგა ბოკერია. თბილისიდან ჩამოსული სპორტსმენები (რაგბისტები) ასევე აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტების მიმართ, მათ ხელი დაარტყეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პირველი არხის ოპერატორს და ჟურნალისტს,  ერთ-ერთმა აგრესიულად მომთხოვა შემეწყვიტა მუშაობა,ხელი შეეშალათ ადგილზე მომუშავე მედიის სხვა წარმომადგენლებს.

მე, ერთი რიგითი მოქალაქე, ამ წუთას მოგმართავთ არა როგორც ჟურნალისტი, დროზე იქნას უზრუნველყოფილი წესრიგი, დაცული იქნას საარჩევნო უბნის ტერიტორია, სასწრაფოდ იქნან გაყვანილნი ე.წ სპორტსმენები კორცხელიდან და განსაკუთრებით შეუქმნან მედიის წარმომადგენლებს კანონით უზრუნველყოფილი სამუშაო პირობები! თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს ნებისმიერს პასუხს აგებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება! მოგიწოდებთ დროულად მოახდინოთ წესრიგის უზრუნველყოფა!

ტელერადიოკომპანია ,,ოდიში'' და საინფორმაციო სააგენტო ,,ოდიში ნიუსი'' უერთდება ლევან კალანდიას განცხადებას – გადაჭრით  გმობს  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, სოფელ კორცხელის მოსახლეობისა და იქ მყოფი ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ბარბაროსულ აქტს და მთელ პასუხისმგებლობას მომხდარისათვის ხელისუფლებას აკისრებს.  

 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...