მთავარისიახლეებისამართალისამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დადგენილება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დადგენილება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განცხადებით,  გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება  რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ  და დაწყებულია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14 საათსა და 15 წუთზე გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი “ოპელ-ასტრას” მოდელის ავტომანქანით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები – ლ.ა. და რ.ქ.  მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი.- აცხადებს პროკურატურა – გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯი ოღლი.  საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით.

რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ  რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც  განზრახვის  სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ  მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ ზემოაღნიშნულ გარემოებას. გამოძიების მიერ მოპოვებულია ვიდეოჩანაწერი, რომელზეც დაფიქსირებულია ჩადენილი დანაშაული, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო,  კომპლექსური ბიოლოგიური,  ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში  მიმართავს.

შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში რაშიდ კანჯიოღლის მიმართ გამოცხადდება ძებნა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...