მთავარისიახლეებიპოლიტიკასოფელ კორცხელში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, 53 -ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საია -ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჯახუას განცხადებით, საარჩევნო პროცესის დაგვიანებით დაწყების მიზეზი პროცედურულ საკითხთა გაჭიანურება გახდა, თუმცა მას საარჩევნო პროცესის ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლია. პირველმა ამომრჩეველმა ხმა 08:10 სთ -ზე მისცა. მისი განცხადებით, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ თუ ვინ იქნება მისი სოფლის წარმომადგენელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

ამ წუთებში კორცხელის ორივე საარჩევნო უბანზე შუალედური არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში დარღვევების გარეშე  მიმდინარეობს. ჩვენი ჟურნალისტის ინფორმაციით, აქტივობა მაღალია.

კორცხელის თემში, ორივე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა 1982 ადამიანს შეადგენს.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...