მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამძიმარი გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ,,ვიდგები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე,...

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამძიმარი გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ,,ვიდგები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რომ ჩვენს სამშობლოში აღარ იყოს ოკუპაცია და გიგას შვილებმა იცხოვრონ დამოუკიდებელ საქართველოში”.

Published on

 

. 

,,აფხაზეთის ხმა"' ავრცელებს ასლს დეპეშისა, რომელიც ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახმა ცოტა ხნის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.

,,შეძრწუნებული ვარ ამ საზარელი მკვლელობის გამო და მთელი გულით გიცხადებთ თანაგრძნობას. შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის ტკივილი, რომელსაც გიგას მკვლელობის გამო განვიცდი. რუსეთის იმპერიის არაადამიანობას კიდევ ერთი უდანაშაულო ქართველი შეეწირა.

მე გაძლევთ პირობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი აღარ ეწირებიდეს რუსეთის იმპერიალისტური სახელმწიფოს ბოროტებას. ვიდგები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რომ ჩვენს სამშობლოში აღარ იყოს ოკუპაცია და გიგას შვილებმა იცხოვრონ დამოუკიდებელ საქართველოსი.

ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი!

გულითადი პატივისცემით- მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...