მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ-ში დაახლოებით 300 ფეხმძიმე ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა-ipn

აშშ-ში დაახლოებით 300 ფეხმძიმე ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა-ipn

Published on

აშშ-ში დაახლოებით 300 ფეხმძიმე ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახური იტყობინება. გავრცელებული ცნობით, მათ ვირუსი შემოწმების შედეგად დაუდასტურდათ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ კონგრესი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ზიკას ვირუსთან ბრძოლის მიზნით, ბიუჯეტიდან 1.9 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აღნიშნულის გამო, ქვეყანა მომავალში შესაძლოა „უფრო დიდი პრობლემის“ წინაშე აღმოჩნდეს.ვირუსი ზიკა ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. იგი კოღოს ნაკბენით გადადის. სიმპტომებს კონიუქტივიტი და თავის ტკივილი წარმოადგენს. ვირუსის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ვინაიდან აღნიშნული ვირუსის მატარებელი დედის შვილები მიკროცეფალიით იბადებიან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზიკას ვირუსი ზაფხულში შესაძლოა, ევროპის ტერიტორიაზეც გავრცელდეს. განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლია.
ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...