მთავარისიახლეებიკონფლიქტებირა მოხდა ხურჩაში– 19 მაისის მკვლელობა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა (Video)

რა მოხდა ხურჩაში– 19 მაისის მკვლელობა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა (Video)

Published on

ხურჩაში მომხდარი მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ყავს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მომხდარი ფაქტი სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა.გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს როგორ მოსდევენ რუსი ოკუპანტები გიგა ოთხოზორია, როგორ გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორ აყენებენ ჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას, შემდეგ კი ესვრიან. კადრებში ჩანს ბოლო საკონტროლო გასროლაც, რომელიც ოთხოზორიას თავის არეში მიაყენეს.ამის შემდეგ ოკუპანტები საზღვრისკენ გარბიან.კადრები სამართალდამცველებმა ამოიღეს.მკვლელობა 19 მაისს დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.ოჯახის წევრების განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და გიგა ოთხოზორიას შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ე. წ. მესაზღვრეებმა გარდაცვლილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქელეხისთვის საჭირო პროდუქტის გადატანაზე უარი უთხრეს.გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები და ახლობლები პირად საუბრებში ამბობენ,რომ ის ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყო.მამამ ზურაბ ოთხოზორიამ 2 თვის წინ ინსულტის მძიმე ფორმა გადაიტანა და ამჟამად შშმ პირია.დედა პედაგოგია, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.ცხოვრობენ ზუგდიდში ნაქირავებ ბინაში.ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.ფაქტს გამოხმაურებები მოყვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც.ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა ხურჩაში, ასევე თბილისშიც. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...