მთავარისიახლეებიპოლიტიკაახალგორთან დაღუპულ რუს სამხედროთაგან ერთმა „რუსეთის გმირის“ წოდება დონბასის ოკუპაციისთვის მიიღო-fmabkhazia

ახალგორთან დაღუპულ რუს სამხედროთაგან ერთმა „რუსეთის გმირის“ წოდება დონბასის ოკუპაციისთვის მიიღო-fmabkhazia

Published on

19 მაისს ახალგორთან, სოფელ ყანჩავეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 6 რუსი სამხედრო მოსამსახურიდან ერთერთი, მაიორი ტურპალ მუსალაევი „რუსეთის ფედერაციის გმირის“ წოდებას ატარებდა. მუსალაევმა ეს ჯილდო დონბასში მიმდინარე პროცესების შემდეგ მიიღო, ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთის რეგულარული არმიის ოფიცრის რანგში, ფარულად მ ონაწილეობდა უკრაინის ნაწილის ოკუპაციაში.ტურპალ მუსალაევი ვლადიკავკაზში დისლოცირებული მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ოფიცერი იყო. 32 წლის მაიორი დაღესტანში დაიბადა, სამხედრო განათლება კი ყაზანის სამხედრო სამეთაურო სასწავლებელში მიიღო, რის შემდეგაც მე-19 ბრიგადაში ჩაირიცხა.როგორც მუსალაევის მეგობრისგან ხდება ცნობილი, მან გმირის წოდება საიდუმლო ბრძანებით, 2015 წლის დეკემბერში მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ სახის ბრძანებით მხოლოდ ის სამხედრო პირები ჯილდოვდებიან, რომელთა სამხედრო დამსახურება, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ უნდა მოექცეს.

 აღსანიშნავია, რომ რუსეთის არმიის მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა დონბასში დაწყებულ საომარ მოქმედებებში თავიდანვე იყო ჩართული. 

www.fmabkhazia.com

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...