მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი - ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის საკითხს გაერო-ს ფორუმზე...

გიორგი მარგველაშვილი – ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის საკითხს გაერო-ს ფორუმზე დააყენებს- ipn

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის საკითხს გაერო-ს ფორუმზე დააყენებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გუშინ ხურჩაში მოხდა მკვლელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას.”ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა უწყებებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხზე რეაგირება და საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში არიან ჩაყენებულნი. სულ რამდენიმე დღეში იქნება გაერო-ს უმაღლესი დონის წარმომადგენლობითი ფორუმი ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე და იქ, ბუნებრივია, მე ამ საკითხს დავაყენებ. მაგრამ, პირველ რიგში, მინდა დღეს მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახს. ეს ის რელობაა, რომელშიც ჩვენ ვართ და რომელიც აუცილებლად დაიძლევა”, – განაცხადა პრეზიდენტმა. გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

 

interpressnews.ge

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...