მთავარისიახლეებიეკონომიკაბიძინა ივანიშვილმა მარტვილის კანიონს დაადგა თვალი

ბიძინა ივანიშვილმა მარტვილის კანიონს დაადგა თვალი

Published on

რუსთავი 2 –ის  ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა მარტვილის კანიონით დაინტერესდეს. ადგილობრივი ხელისუფლება უკვე მზად არის უნიკალური ტერიტორიის გასხვისებაზე ტენდერი გამოაცხადოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტეროტორია მოსახლეობის ნაწილის ერთადერთი შემოსავლის წყაროა, რამდენიმე თვეა კანიონი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის დაკეტილია.

მარტვილის რაიონის გამგებელი ყოფილ პრემიერს მარტვილის კანიონითა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ყიდვას თხოვს. ალექსანდრე გრიგოლავა ამბობს, რომ კანიონის მიმდებარე ხეობაზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

ის რომ ბიძინა ივანიშვილი კანიონის მიმდებარე ტერიტორიით უკვე დაინტერესდა, ამაზე მარტვილის რაიონის სოფლების მოსახლეობა საუბრობს. მათი ინფორმაციით ხეობას რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა გასაყიდად ამზადებენ და მყიდველი სავარაუდოდო სწორდ ყოფილი პრემიერი იქნება.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებს მათი შემოსავალია. წლების განმავლობაში მარტვილის კანიონის ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები თავს ტურისტების მომსახურებით ირჩენდნენ.

ტერიტორიის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და მარტვილის კანიონის დახურვას იქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებით ხსნიან გარემოს დაცვის სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კანიონის საწყლოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლების პირდაპირი წესით გადაცემა იგეგმება. 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...