მთავარისიახლეებიექსკლუზივისაქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ეხმაურება

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ეხმაურება

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ეხმაურება:

აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, როგორც ჩანს, მილიარდერი დონალდ ტრამპი გახდება. მე მას კარგად ვიცნობ, ჩვენ არაერთგზის შევხვედრივართ ერთმანეთს, მას დიდი საინვესტიციო პროექტი ჰქონდა  საქართველოში. აი, რას ამბობდა იგი ჩვენზე 2012 წელს: ,,მთელი მსოფლიოს ლიდერები ჩადიან საქართველოში იმ მიზნით, რომ ისწავლონ მათგან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, ხოლო სააკაშვილი დღეს ერთერთი საუკეთესო მსოფლიო ლიდერია“ – აღნიშნა მან.

ექსპრეზიდენტი დასძენს, რომ ამავე დროს აქვს გარკვეული შეკითხვები რუსეთის მიმართ ტრამპის პოზიციასთან დაკავშირებით.

,,არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მისი ზოგიერთი ახლანდელი გამონათქვამი პუტინის შესახებ დიდ შეკითხვებს აღძრავს. და თუმცა მან ახლახან განაცხადა, რომ რუსეთის თვითმფრინავები ჩამოგდებულ უნდა იქნას, ვიმედოვნებ,  მისი თვალსაზრისი ამ საკითხის გარშემო ევოლუციას განიცდის და  სწორი მიმართულებით განვითარდება''  – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...