მთავარისიახლეებიპოლიტიკასია არის საორიენტაციო და ყველას აქვს შანსი დაიკავოს მასში ღირსეული ადგილი -...

სია არის საორიენტაციო და ყველას აქვს შანსი დაიკავოს მასში ღირსეული ადგილი – აცხადებს კობა ხაბაზი

Published on

თავისუფალი ზონა კობა ხაბაზის განცხადებას აქვეყნებს:

,,დიახ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განახლების, ნოვაციების პარტიაა და ამის დასტურია პარტიის რიგებში მუდმივად ახალი სახეების წარმოჩენა,
დიახ, ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი პოლიტიკური ძალაა და ამის დასტურია, რომ სია არის საორიენტაციო და ყველას აქვს შანსი, გამომდინარე მისი აქტიურობიდან და საქმიანობიდან, გახდეს ამ პარტიის და შესაბამისად ხალხის რჩეული, დაიკავოს სიაში ღირსეული ადგილი!
დიახ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის საქმის მკეთებელ პროფესიონალთა გაერთიანება და ამის დასტურია პარტიის დეპუტატების კანდიდატთა ჩამონათვალი!

 p.s. დიახ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს უპირობო ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი, რომლის შეუპოვრობა, მიზანდასახულობა, საქართველოს გამარჯვებისთვის თავგანწირული ბრძოლა არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და თითოეული ამ პარტიის წევრის ბრძოლის გზა!'' – ნათქვამია განცხადებაში

 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...