მთავარისიახლეებიპოლიტიკამოუწევს თუ არა პრემიერ მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა

მოუწევს თუ არა პრემიერ მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა

Published on

დეპუტატები დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, პრემიერმინისტრს არჩევნებისთვის თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოუწევს, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე კანონმდებლები  მომავალი კვირის სესიაზე მიიღებენ.

უმრავლესობა სიახლეს დამატებითი პრობლემების თავიდან აცილების გზად მოიხსენიებს, საპარლამენტო უმცირესობა კი მას გიორგი კვირიკაშვილზე მორგებულს უწოდებს. „ეს არის შეშინებული, პატარა კაცების მოფიქრებული საკანონმდებლო ინიციატივა,“- აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობაში. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის  მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები: საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; შესაბამისად ამ ჩამონათვალში იგულისხმება ქვეყნის პრემიერ მინისტრიც.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე გიორგი კვირიკაშვილის საარჩევნო სიაში შეყვანა ავტომატურად ნიშნავდა მის გადადგომას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, თუმცა ქართული ოცნება თავისი  საგრძნობლად დაცემული რეიტინგის პირობებში  ცდილობს ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს იგი ამ პოსტზე, როგორც  მოსახლეობის ნაწილში  თითქმის ერთადერთი დადებითი იმიჯის მქონე ეს პოლიტიკოსი თავისი რიგებიდან. ვინაიდან არსებული ქართული საკანონმდებლო ბაზა ამის საშუალებას არ იძლევა , პარლამენტში განსახიველად შევიდა  გია ვოლსკის, ზვიად ძიძიგურისა და ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა საარჩევნო სიაში ყოფნასთან ერთად თანამდებობაც შეინარჩუნოს. კანონპროექტის ავტორები ამ ნაბიჯის აუცილერბლობას  იმით ხსნიან, რომ ქვეყანაში არსებულ დაძაბულ სიტუაციის ფონზე პრემიერ მინისტრის გადადგომამ შეიძლება კრიზისი გამოიწვიოს, ამასთან  ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული,  როგორც კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის თავიდან აცილების საშუალება. 

 

 

 

 

 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...