მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბაზრის გარემოვაჭრეები მერიასთან აქციას მართავენ

ზუგდიდის ბაზრის გარემოვაჭრეები მერიასთან აქციას მართავენ

Published on

გარემოვაჭრეებმა ზუგდიდში ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთის წინ  გადაკეტეს. აქციის მონაწილეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ დღეს დილიდან გარევაჭრობა აეკრძალათ.დილით ბაზრობაძე მისულ მოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და დახლების გაშლის ნება არ მისცეს.სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მოვაჭრეებმა მერიაში წასვლა.გარემოვაჭრეებმა შეხვედრა ითხოვეს 10 წუთიანი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, თუმცა, მათთან შეხვედრაზე კომპეტენტური პირი არ გამოსულა, რამაც მოვაჭრეთა გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მოყვა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა.აქციის მონაწილეები პოლიციამ მალევე დაშალა, ისინი ისევ მერიასთან არიან ამ წუთებში შეკრებილი. მათივე ინფორმაციით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციებს ქუთაისში, პარლამენტთან გააგრძელებენ. ამ წუთებში მერიაში რამდენიმე გარემოვაჭრეა შეყვანილი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ამის მერე გაირკვევა პროტესტის რა ფორმას მიმართავენ გარემოვაჭრეები.შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეებმა მერიის წინ აქცია რამდენიმე დღის წინათაც გამართეს.მაშინ მერიამ მათ გარევაჭრობის ნება დროებით დართო.



 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...