„სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ასპარეზზე დღევანდელი ბრიფინგით გამოჩნდა, სადაც ჟურნალისტებს ახალი იდეის შესახებ განუცხადა. ჯგუშიამ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ ამომრჩევლის 70-მა პროცენტმა უნდობლობა გამოუცხადა ყველა წარმოდგენილ პარტიას. თენგიზ ჯგუშიას განმარტებით, იმისთვის, რომ ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს, აუცილებელია მათი სწორად ინფორმირებულობა.სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი ბრიფინგზე სოფელ რიყეში წყლის მილების ქურდობის გახმაურებულ თემასაც შეეხო და აღნიშნულ საქმეში მთავარ დამნაშავეებად ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაასახელა.ჯგუშიამ სამეგრელოს გუბერნატორი არა მარტო წყლის მილების საქმეში, არამედ კლანურ მმართველობასა და თხილის ბიზნესის მონოპოლიაშიც დაადანაშაულა. „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩართვას გეგმავს, როგორც აქტიური მოქალაქე. ამის შესახებ თენგიზ ჯგუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიახლეები
Uncategorized
გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...
სიახლეები
პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია
პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...
სიახლეები
TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია.
"ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...
სიახლეები
ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...