მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

Published on

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია დილიდან დაიწყეს.ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.მოვაჭრეებმა გასაყიდი საქონელი ბაზრის გარეთ გამოიტანეს და ამ ფორმით გარევაჭრობის წინაარმდეგ პროტესტი გამოხატეს. აქციის მონაწილეები ამბობენ,რომ გარევაჭრობის გამო მათთან მყიდველი არ შემოდის და ფაქტიურად მუშაობა არა აქვთ.მოგვიანებით ბაზრის მოვაჭრეები მერიასთან შეიკრიბნენ. მათთან მათივე მოთხოვნით ენმ-ის ქალაქის საკრებულოს წევრი ანი წითლიძეც მივიდა. მოვაჭრეები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მერიაში მათ განუმარტეს, რომ ირაკლი გოგოხია მივლინებით გაემგზავრა და სამსახურში არ იმყოფებოდა.აქციის მონაწილეები მერის მოვალეობის შემსრულებელს კობა ჯიქიას შეხვდნენ.მოვაჭრეებმა მიიღეს დაპირება, რომ მერს შეხვდებიან და პრობლემებს გააცნობენ.აქციის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება დაწერეს და მერის მოადგილეს შეუტანეს.შეხვედრაზე დეპუტატიანი წითლიძეც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ პრობლემა საკმაოდ რთულია, რადგან არიან ერთის მხრივ შიდა მოვაჭრეები, ასევე გარემოვაჭრეებიც, მათი მოთხოვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა, თუმცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს.აქცია რამდენიმე დღის წინ გარემოვაჭრეებმაც გამართეს, რის შემდეგაც მერიამ მათ გარევაჭრობის ნებართვა დროებით დართო.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...