მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნების'' ყრილობისთვის პარტნიორი პარტიის ლიდერებმა ვერ მოიცალეს

,,ქართული ოცნების” ყრილობისთვის პარტნიორი პარტიის ლიდერებმა ვერ მოიცალეს

Published on

პარლამენტის  ქართული ოცნების ყრილობა დღეს ისე დამთავრდა, რომ მის მონაწილეთა შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ გამოჩენილა, თუმცა ას ორგანიზატორებმა, პრეზიდენტისგან განსხვავებით,  ნამდვილად გაუგზავნეს მოსაწვევი. როგორც აღმოჩნდა, უსუფაშვილს  ბათუმში ჰქონდა საქმე და ყრილობაზე დასწრებისთვის ვერ მოიცალა, თუმცა ამისი არავის სჯერა. 

მოუცლელი აღმოჩნდა  ავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც , იგი ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანში. დარბაზში არ გამოჩენილან სხვა რესპუბლიკელებიც,  ამ უხერხულ მომენტს ვერ ანეიტრალებს ყრილობაზე პაატა ზაქარეიშვილისა და გიგლა აგულაშვილის ყოფნა, რადგან ისინი მიწვეული იყვნენ მინისტრების რანგში და არა როგორც რესპუბლიკელთა პარტიის დელეგატები.  ყრილობის ორგანიზატორები არც კი ცდილობენ, სერიოზული ახსნა მისცენ ამ ფაქტს, ,,არ ეცალა. ბათუმში აქვს საქმე, არ ვიცი, ხიდაშელს არ დავლაპარაკებივარ'' – სხვა სიტყვები მათ ლექსიკონში აღარ იძებნება,  როგორც დაშლილი გუნდის წევრები საბოლოოდ შეეშვნენ შიდაკოალოციური თანხმობის ილუზიების შექმნას 

საყურადღებოა , რომ ყრილობას ასევე არ ესწრებოდა უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაურიც, დეპუტატის განმარტებით, ყრილობაზე დაუსწრებლობა დემარშის ხასიათს არ ატარებდა. 

”არ მინდოდა რაღაც დისონანსი შემეტანა ყრილობის მუშაობაში, გამომდინარე იქედან, რომ კითხვები დაისმებოდა ყველა მხრიდან და ალბათ, ბოლომდე გულწრფელი ვერ ვიქნებოდი, თუნდაც იმიტომ, რომ ყრილობას ჰქონდა თავისი მიზნები. რაც მთავარია, ბატონ ბიძინასთან მქონდა კონსულტაციები – შევხვდით პირისპირ და ყველაფერი ეს იყო აბსოლუტურად მისაღები მისთვის.  აღნიშნა დეპუტატმა. 

 

სიახლეები

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე. ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო...