მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმის ქუჩებში სრული განუკითხაობაა

სოხუმის ქუჩებში სრული განუკითხაობაა

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე – ფაქტო შსს მინისტრის ლეონიდ ძიაფშბას განცხადებით, ამ დილით, დაახლოებით ათ საათზე სოხუმის ცენტრში, ლაკობას ქუჩაზე მდებარე  საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებასთან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. მათი სამიზნე იყო ვინმე სქვერია, ადრე ნასამართლევი პირი, რომელიც  ახლახან გამოვიდა სასჯელააღსრულების დაწესებულებიდან.   მინისტრის თქმით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, გაჩერებასთან ისინი მსუბუქი ავტომანქანით მივიდნენ და გადმოუსვლელად გაუხსნეს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან სქვერიას, რომელიც ამ დროს იქვე პარკირებულ მანქანასთან იდგა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ იგი დაჭრილია მუცლის არეში და გადამსხვრეული აქვს ქვედა კიდურები.  

სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოში განგაში გამოცხადდა. ადგილზე მუშაობს ოპერატიული ჯგუფი. 

 

 

 

სიახლეები

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც...

შსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების...

აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი,...