მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასკმარისი ბუნკერები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები- ამ თემებზე იმსჯელეს დღეს ქალაქის საკრებულოში...

არასკმარისი ბუნკერები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები- ამ თემებზე იმსჯელეს დღეს ქალაქის საკრებულოში (VIDEO)

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ მორიგ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის“ განთავსების საკითხმა. დეპუტატების განცხადებით, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ბარიერებს ვერ განათავსებენ, რადგან დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს. საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განმარტებით, აღნიშნული სიჩქარის შემზღუდავი ბორცვების გაკეთება აუცილებელია სკოლებისა და საბავშვო ბაღების წინ. აღნიშნული ინიციატივა დეპუტატებმა უმრავლესობით დაამტკიცეს.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას განმარტებით, პროექტის მიზანია საგზაო შემთხვევების პრევენცია, ხოლო პრიორიტეტი საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღების უსაფრთხოებაა.საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ასევე საუბარი შეეხო ქალაქდასუფთავების სამსახურის მუშაობის საკითხს. კერძოდ, ანა წითლიძის თქმით, ქალაქის დასუფთავების სამსახური დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობას პრეტენზიები აქვს. დეპუტატმა დღეს პრობლემური ქუჩებიც დაასახელა.აღნიშნულთან  დაკავშირებით  ქალაქ ზუგდიდის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ იმ მოტივით,  რომ ეს საკითხი ზუგდიდდასუფთავების სამსახურის  კომპეტენციაა. ტელეკომპანია „ოდიში“ ზუგდიდდასუფთავების სამსახურის უფროსის პოზიციით დაინტერესდა. ნუგზარ მოლაშხიას განმარტებით, ნაგვის ურნები ქალაქის ტერიტორიაზე მართლაც არასაკმარისადაა. ხოლო რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის მუშაობას – მოლაშხიას განმარტებით, დაკისრებულ მოვალეობას სამსახურის ყველა თანამშრომელი ასრულებს.საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხებთან ერთად სხვა საკითხებიც განიხილეს.

სიახლეები

გივი თარგამაძემ საპატიმრო დღეს დილით დატოვა

ამ ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები - საფრთხეების გამო არ...

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...