მთავარისიახლეებიკონფლიქტებირა არის აფხაზური ხუროთმოძღვრება? - როცა გგონია, რომ ბურთი და მოედანი შეგრჩა

რა არის აფხაზური ხუროთმოძღვრება? – როცა გგონია, რომ ბურთი და მოედანი შეგრჩა

Published on

სოხუმის  მედიის ცნობით,  აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია დენის ჩაჩხალიას წიგნისა ,, შუასაუკუნეების აფხაზეთის ტაძრების აგებულება და მისი ზეგავლენა ალანიის, რუსეთისა და ტრაპეზუნდის ძეგლების არქიტექტონიკაზე  («Композиции храмов средневековой Абхазии и ее влияние на архитектонику памятников Алании, Руси и Трапезунда»).

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, უნივერსიტეტის რექტორი ალეკო გვარამია პრეზენტაციის  დასაწყისში შეეხო საკითხის ისტორიას და ღნიშნა, რომ შუასაუკუნეების აფხაზეთის თემატიკა   თავის დროზე ტაბუდადებული იყო აფხაზი ისტორიკოსებისათვის, ,,მათ ჩვენზე უკეთ იციან, რა აკრძალვები იყო ამ საკითხში დაწესებული ჩვენთვის, აფხაზებისთვის.  რაღაც კერძო კვლევები ტარდებოდა, მაგრამ ეს ძალზე ცოტაა. ახლანდელი კვლევები გვიჩვენებს, რომ შუასაუკუნების აფხაზეთში, აფხაზთა სამეფოში თავმოყრილია ჩვენი ხალხის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ასპექტები. "  თავად ავტორმა დენის ჩაჩხალიამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ნაშრომი  წარმოადგენს  მხოლოდ ნაწილს გაცილებით სქელტანიანი წიგნისა, რომლის დაწერას ახლო მომავალში გეგმავს. ,,ეს წიგნიც აფხაზურარქიტექტურაზე იქნება და რა თქმა უნდა დაემყარება ჩემს წინამორბედ მკვლევართა ნაშრომებს, ეს იქნება პასუხი კითხვაზე, რაში მდგომარეობს ჩვენი არქიტექტურის განსაკუთრებულობა და თვითმყოფადობა. ამდენად, დღეს წარმოდგენილი ნაშრომი  საწყისი ეტაპია უფრო დიდ სიღრმეებში ჩაძიების გზაზე.  ეს მხოლოდ პირველი ცდაა ჩვენი ეროვნული   სატაძრო ხუროთმოძღვრების განზოგადებული და ჩაღრმავებული შესწავლისა ფართო გეოგრაფიულ და ქრონოლოგიურ დიაპაზონში, წიგნს ერთვის ძველი ტაძრების ფოტოსურათებიდა ნახაზები.  – აღნიშნა ჩაჩხალიამ.  

ავტორის თქმით, ,,წიგნი დაეგზავნება ევროპის მთავარ წიგნსაცავებს, რეზიუმე თარგმნილია ინგლისურ ენაზე, ეს კი ნიშნავს, რომ აფხაზური არქიტექტურის შესახებ ნაშრომის ელექტრონული ვერსია უახლოეს დღეებში გახდება ხელმისაწვდომი ინტერნეტმომხმარებლებისათვის. ''

 

 

 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...