მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში პოლიციელი საკუთარ სახლთან დაჭრეს

ზუგდიდში პოლიციელი საკუთარ სახლთან დაჭრეს

Published on

ცოტა ხნის წინ ზუგდიდში დისლოცირებული განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელი ზ.ხ. უცნობმა პირებმა საკუთარ სახლთან დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "თაიმერი" ავრცელებს.
 
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელი თავდამსხმელებმა სახლიდან გამოიყვანეს და გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილ პოლიციელს ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
 
"თაიმერის" ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 118 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...