მთავარისიახლეებისამართალიინტერპოლმა დათა ახალაია ძებნიდან მოხსნა

ინტერპოლმა დათა ახალაია ძებნიდან მოხსნა

Published on

ინტერპოლმა დათა ახალაია ძებნიდან მოხსნა  იმ მოტივით, რომ  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს. ოფიციალურ ვებ გვერდზე, წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ყოფილი მაღალჩინოსანი აღარ იძებნება. 

დათა ახალაიას ინტერესების დამცველის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, ამის მიზეზი, საბერძნეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

“ევროპულმა სასამართლომ, საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ, თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ დავით ახალაიას მიმართ, საქართველოში ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ქართულ მხარეს უარი ეთქვა დავით ახალაიას ექსტრადიციაზე. და ევროპული სასამართლოს სამართლებრივი შედეგი გაზიარებულ იქნა ინტერპოლის მეირ და დავით ახალაია მოხსნილია ძებნიდან და მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერი მიმართულებით,“ – განაცხადა ადვოკატმა .

ძებნილთა სიიდან ინტერპოლმა უფრო ადრე  სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები – ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და ერეკლე კოდუაც ამოიღო.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...