მთავარისიახლეებისაზოგადოებათვითნასწავლი მხატვრის, 16 წლის მოზარდის რომან მალაზონიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა დღეს არტ-გალერეაში.

თვითნასწავლი მხატვრის, 16 წლის მოზარდის რომან მალაზონიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა დღეს არტ-გალერეაში.

Published on

თვითნასწავლი მხატვრის, 16 წლის მოზარდის რომან მალაზონიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა დღეს არტ-გალერეაში,სადაც თავი მოიყარეს მხატვრის ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა, პედაგოგებმა და საზოგადოების ნაწილმა. გამოფენა ტელე-რადიო კომპანია ოდიშის მხარდაჭერითა დათავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით მოეწყო. გამოფენა ცენტრის დამფუძნებელმა ანი ნადარეიშვილმა გახსნა, რომელმაც სტუმრებს რომან მალაზონიას შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.ნადარეიშვილმა სიმბოლურად სოხუმის პეიზაჟიც შეიძინა.რომან მალაზონიას შემოქმედება მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა, განსაკუთრებით იზიდავს ბიბლიური თემები, ერთ-ერთი საყვარელი ჟანრი პორტრეტებია.თვითნასწავლმა მხატვარმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გამოფენის მოწყობაში დაეხმარა.რომან მალაზონია დედასთან და ძმასთან ერთად კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობს, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახი რომანისთვის ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვს. რომანს პედაგოგები ახასიათებენ როგორც ნიჭიერ შემოქმედს.რომანის ოცნებაა სამხატვრო აკადემიაში ჩააბაროს და ერთიან საქართველოში იცხოვროს,ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო და ქვეყანაში გაჭირვებული ოჯახები არ იყვნენ.

სიახლეები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...