მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჩირიკბა იმედგაცრუებულია

ჩირიკბა იმედგაცრუებულია

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა  კვლავ უბრუნდება საქართველოს უარს სეპარატისტულ რეგიონებთან   ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

,,ეს მიუთითებს საქართველოს  რევანშისტულ ზრახვებზე  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ – იგი  ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რათა სცადოს დაიბრუნოს კონტროლი ამიერკავკასიის ამ ორ ახალგაზრდა რესპუბლიკაზე – განაცხადა მან 17 მარტს, სააგენტო ,,რია – ნოვისტისათვის‘’ მიცემულ ინტერვიუში მოსკოვში  გამგზავრების წინ.

ჩირიკბა იმედგაცრუებულია იმით, რომ   ,,საქართველოს პოზიციაში  არ ჩანს რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით – იგი  დაჟინებით ამბობს უარს სამშვიდობო შეთანხმებაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან  ჟენევის დისკუსიების ჩარჩოებში,  მიუხედავად იმისა, რომ ამის გარეშე ურთიერთობების ნორმალიზაცია შეუძლებელია. სამწუხაროდ, პოსტკონფლიქტური სიტუაცია ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.’’

 მისი თქმით, საქართველოს მხრიდან არ მოდის რაიმე სახის რეალისტური ინიციატივა,  არავითარი საყურადღებო იდეა. ,,ამის სანაცვლოდ ყველა მოედანზე იგი აქტიურად აწარმოებს საინფორმაციო ომს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რათა მაქსიმალურად მოაქციოს მოაქციოს ისინი საერთაშორისო იზოლაციაში. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიულია და საბოლოო ჯამში ისევ მის  წინააღმდეგ მოქმედებს’’ – აცხადებს ჩირიკბა.

ნიშანდობლივია, რომ ეს განცხადება ვიაჩესლკავ  ჩირიკბამ  გააკეთა მოსკოვში გამგზავრების წინ,  18 მარტს სერგეი ლავროვს ხვდება. შეხვედრაზე განიხილება აფხაზეთის მოქალაქეთათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების განახლების საკითხი, აგრეთვე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარებაში რუსეთის   მხარდაჭერის  ღონისძიებები.

 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...