მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯიტა გულუა:“ბრალდებულის ოჯახის წევრების განცხადებები სრული სიცრუეა“ (VIDEO)

ჯიტა გულუა:“ბრალდებულის ოჯახის წევრების განცხადებები სრული სიცრუეა“ (VIDEO)

Published on

საგანგებო პრესკონფერენცია ადვოკატმა  ჯიტა გულუამ 8 ივნისს რაიონული სასამართლოს წინ გამართული საპროტესტო აქციის პასუხად დღეს გააკეთა. ადვოკატის განცხადებით, იმის გამო, რომ ბრალდებულ დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებმა დახურული სხდომა საჯარო გახადეს და თავად ადვოკატის მიმართ ადგილი ქონდა ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებების გაკეთებას, ადვოკატი მოწინააღმდეგე მხარისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.ჯიტა გულუა აცხადებს, რომ ჟორჟოლიანის ახლობლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრული სიცრუეა.ადვოკატი ასევე აბსურდულს უწოდებს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი 18 წლის გოგონას ქაქიშვილობის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია.შეგახსენებთ, რომ  8 ივნისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ყოფილი ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებული დავით ჟორჟოლიანის სასამართლო სხდომა გაიმართა, რომლის მიმდინარეობისას ბრალდებულის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მათი განცხადებით, დავით ჟორჟოლიანი უდანაშაულოა, ის ქალის შურისძიების მსხვერპლია და  გამოძიების სწორად წარმართვა მოითხოვეს.დაკავებულის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 121-ე და 138-ე მუხლებით, რაც ძალადობასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით გაუკუღმართებული ფორმით მოქმედებას გულისხმობს. ბრალიოს დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...