მთავარისიახლეებისამართალიადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულებს ელისო კილაძისთვის ფარული მასალების მიტანაში ადანაშაულებენ

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულებს ელისო კილაძისთვის ფარული მასალების მიტანაში ადანაშაულებენ

Published on

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  მნიშვნელოვანია, როდესაც გამოძიება სავარაუდო ბრალდებულებზე გადის, თუმცა საზოგადოებამ გახმაურებულ დანაშაულზე მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მიიჩნევენ, რომ გამოძიებამ დროულად უნდა გასცეს პასუხები, თუ ვინ არიან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გამავრცელებლები და ვინ არიან დამკვეთები.

.„ცალკეული ინდივიდების პასუხისმგებლობის საკითხი არის მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა, თუმცა ამ ტიპის მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის დროს, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. – განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა სოფო ვერძეულმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილის დაკავება, წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდება.

დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ  გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, მეხსიერების ბარათზე   გარკვეული ინფორმაციის შენახვასა და სხვა პირებისთვის, კერძოდ, ჟურნალისტ   ელისო კილაძისათვის გადაცემაში.  თავად ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებს 

 

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...