მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი: ,,რუსეთის გავლით ტვირთების გადატანას 30 დღე უნდება… აზერბაიჯანიდან ფოთის გავლით...

მიხეილ სააკაშვილი: ,,რუსეთის გავლით ტვირთების გადატანას 30 დღე უნდება… აზერბაიჯანიდან ფოთის გავლით ოდესაზე კი – 9 დღე …”

Published on

ოდესა გახდება უკრაინის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი რეგიონი – განაცხადა ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 9 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ოლქში მოსახლეობასთან პირველი მასშტაბური გასვლითი შეხვერის შემდეგ, რომლის დროსაც საზოგადოებას და მედიას გააცნო თავისი ხედვა და სამომავლო გეგმები.

„მე არ მაქვს დრო, სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფის წარმომადგენლებს შევხვდე. მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მინდა ხალხს, მოსახლეობას შევხვდე, ცოტა დრო მაქვს“, –  განაცხადა მან –  ეს მდიდარი, ცნობილი და გავლენიანი ადამიანები, ძირითადად, ქვეყნის მასშტაბით ერთი და იგივე ჯგუფებს წარმოადგენენ, მათი ინტერესები, წარმოდგენები ამა თუ იმ საკითხზე, მსოფლმხედველობა – ყველამ იცის. ეს ადამიანები ათწლეულებია, აქ არიან და ვიცით მათ შესახებ. მე ხალხის აზრი მაინტერესებს, ხალხს ვხვდები და ამიტომ, ცოტა დრო მაქვს, ამ დროს ცალკეულ ადამიანებთან შესახვედრად ვერ გავფლანგავ“, – თქვა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილი შეეხო  სამხარეო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის საკითხს  და აღნიშნა, რომ არსებული 800-მდე შტატი ძალიან გაბერილია.  ჩვენ ვმსჯელობთ საშტატო ერთეულების ოპტიმალურ რაოდენობაზე და ვიწყებთ კადრების შერჩევას კონსკურსის წესით –  განაცხადა მან – და საზოგადოებას წარუდგინა კონკურსის კოორდინატორი იულია მარუშევსკაია,  რომელსაც საზოგადოება იცნობს როგორც კიევის ევრომაიდნის ერთ-ერთ სახეს. 
 

 „ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს, 26-ივე რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ღია შერჩევას – აღნიშნა სააკაშვილმა – . ვინც მუშაობ,ს ყველა განთავისუფლდება. ბუნებრივია, მათ არავინ დაუშლის კონკურსში მონაწილეობას. შესაძლოა დარჩნენ ისინი, ვისაც ხალხი ენდობა. მე არ ვიცი. მაგრამ 26-ვე რაიონს ეყოლება ახალი პრინციპით დანიშნული ხელმძღვანელი,  ვიმედოვნებ,   აბსოლუტურ უმრავლესობაში ახალი ხალხი მოვა.'' 

 „ათი დღის მანძილზე მათ შეეძლებათ ელექტრონული განაცხადის შემოტანა. შემდეგ მათ საზოგადოება განიხილავს. თუ მე ვინმე დამირეკავს და მეტყვის, რომ ეს ჩვენი კაცია, ეს იცი ვისი ნათესავია ან რაიმე ამის მაგვარი, ის კანდიდატი ავტომატურად იქნება დისკვალიფიცირებული“, — აღნიშნა სააკაშვილმა. 

სააკაშვილი შეეხო ურთიერთობას ქალაქის მერთან ტრუხანოვთან და აღნიშნა, რომ მათ უკვე ჰქონდა შეხვედრა და საქმიანი საუბარი, რომლის შედეგადაც შეთანხმდნენ, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მერიას შორის თანამშრომლობა იქნება. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ის მისი ადმინისტრაციის ახალ წევრებს წარადგენს. პრესკონფერენციაზე კი  წარადგინა  თავისი თანაშემწე, ცნობილი  უკრაინელი იურისტი ალექსანდრე ბოროვიკი, რომელიც პრივატიზაციისა და ინვესტიციების მოზიდვას გაუწევს კოორდინაციას. ეს ის  ბოროვიკია, რომელმაც 2015 წლის მაისში სკანდალის ფონზე დატოვა უკრაინის მთავრობა იაცენიუკთან უთანხმოების შემდეგ. ალექსანდრე ბოროვიკმა უკრაინის მთავრობიდან წასვლის დროს განაცხადა, რომ ვერ გაიგო, თითქმის ორი თვის განმავლობაში რა ფუნქციის შესრულება ევალებოდა მთავრობაში. ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი იყო, მაგრამ კანდიდატადვე დარჩა, რადგან პრემიერმა იაცენიუკმა მის დანიშვნას ხელი არ მოაწერა. ალექსანდრე ბოროვიკი ლვოვში დაიბადა. ის ლვოვის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი ჩეხეთში გადავიდა, სადაც პრაღის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ჰარვარდში სწავლისას ის ადამიანის უფლებათა დამცველი ჟურნალის რედაქტორიც იყო. „საშა კოორდინირებას გაუწევს იმ დონორებს, რომლებიც მზად იქნებიან, ჩადონ თანხა ინფრასტრუქტრის განვითარებაში“, – განმარტა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა. პრესკონფერენციაზე გუბერნატიორმა ასევე ისაუბრა აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, ლევან ვარშალომიძის შესახებ  და აღნიშნა, რომ ის “ბათუმის სასწაულის” ერთ-ერთი მონაწილეა, ხოლო დღეიდან  ოდესის ,,სასწაულად“ ქცევაშიც მიიღებს მონაწილეობას.

„ოდესას ბათუმამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია და შორი გზა აქვს გასავლელი, მანამდე აქ წესრიგის დამყარებაა საჭირო და სწორედ ამას მივხედავთ“ – აღნიშნა მან –   ოდესაში ანტიკორუფციული ცხელი ხაზი ამოქმედდება და ყველაფერი გაკეთდება, რათა ოდესაში შენარჩუნდეს სამოქალაქო მშვიდობა და არ იქნას დაშვებული  არეულობა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რეგიონში ჩატარდება აუდიტორული შემოწმებები ყველა დონეზე, ვინაიდან საჭიროა იმის გაგება, "თუ სად მიდის ხალხის ფული. მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ მოიპარა, ვინ გასცა ქრთამი და სხვა" – დასძინა მან. 

სააკაშვილის თმით, მას არ აკმაყოფილებს ცალკეული დაკავებები, როგორიცაა მებაჟის დაკავება 500 გრივნის აღებისთვის: „ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს დაკავებები მხოლოდ საჩვენებელია და იმისთვის ხდება, რომ სხვებს ხელი დააფარონ, ამიტომ ჩვენ ამ გზით არ წავალთ, მე წვრილ-წვრილი თევზები არ მაკმაყოფილებს, ვაპირებ, დიდ თევზებს ჩავავლო ხელი თქვენთან ერთად . ჩვენ ვიწყებთ ბიუჯეტის ხარჯვის მკაცრ კონტროლს. იქ ძალიან ბევრი ხვრელია, რომლებიც უნდა ამოივსოს” 
 
მიხეილ სააკაშვილმა განბჟების ერთიანი ზონის შექმნაც დააანონსა და ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა კრიმინალთან და კორუფციასთან ოდეასში პრიორიტეტად გამოცხადდა.

მისი თქმით, ის, რაც ოდესაში პირველი უნდა გაკეთდეს, არის გზების რეაბილიტაცია, რისთვისაც ოდესის სამხარეო ადმინისტრაციამ უკვე  მიმართა პრეზიდენტს და მინისტრთა კაბინეტს დამატებითი სახსრების გამოყოფისთვის . თუ ოდესის ოლქში გზები არ მოწესრიგდა, ეკონომიკას არ ეშველება. ოდესას უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი აქვს და მხარე 20-25% ით უფრო მდიდარი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა“ – განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინული მედიის ცნობით,  მიხეილ სააკაშვილი გეგმავს საბორნე გადასასვლელი ხაზის გახსნას, რომელიც ტვირთების რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გადატანას უზრუნველყოფს…

,,რუსეთის გავლით ტვირთების გადატანას 30 დღე უნდება… აზერბაიჯანიდან ფოთის გავლით ოდესაზე კი 9 დღე.  ბიზნესი აქეთკენ რომ გადავამისამართოთ, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა გადაზიდვებზე ტარიფების შემცირება… ეს ტარიფები ახლა მაღალია. მეორე რიგში კი, საჭიროა საბორნე გადასასვლელები და ლოჯისტიკური ცენტრები,,- განაცხადა სააკაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოჩნდნენ ინვესტორები, რომლებიც ბორნების აგებითა და ტვირთების გადაზიდვით არიან დაინტერესებულები.

 მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაკეთებას არ აპირებს.

„მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები. არც ქალაქის მერობას ვაპირებ და არც უკრაინის პოლიტიკაში წასვლას.   ოლქის ხელმძღვანელობას დავთანხმდი პირველ რიგში, იმიტომ, რომ  მე არ ვარ იმპორტირებული პროდუქტი, რადგან ჩემი ცხოვრების 8 წელი უკრაინაში გავატარე, 16 წლიდან უკრაინაში ვცხოვრობდი, მსახურობდი  სასაზღვრო ჯარში, ვსაუბრობ უკრაინულ ენაზე და ჩემი მეგობრების უმრავლესობა უკრაინელია“ 

მეორე მიზეზად სააკაშვილმა უკრაინის ორ რევოლუციაში მონაწილეობა დაასახელა."მესამე, მე ვიყავი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი. მე შემომთავაზეს ვიცე-პრემიერობაც, რაც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა, თუმცა ვიფიქრე, რომ არასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს, თუკი სადღაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ და მე ეს ვერ ვიგრძენი. ჯანდაბას კარიერა, ამბიციები. ოლქის ხელმძღვანელობაზე თანხმობისას ჩემი მთავარი მოტივაცია უკრაინის დახმარება იყო“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...