მთავარისიახლეებისამართალიადვოკატი სოსო ბარათაშვილი: საიდუმლო გრიფი " არის იარაღი პროკურატურისა, ...

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი: საიდუმლო გრიფი ” არის იარაღი პროკურატურისა, დაფაროს თავისი ქმედების უკანონობა ,,კაბელების საქმეში” –

Published on

  დღეს გაიმართა საგანგებო ბრიფინგი პროკურატურის მიერ ,,კაბელების საქმეზე გრიფი ,,საიდუმლოს '' დადებასთან დაკავშირებით. ბრიფინგზე ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ისაუბრა ახალ დეტალზე, კერძოდ საჩივარზე , რომლითაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და მასზე დადებულ საიდუმლო გრიფზე.  
ადვოკატის ინფორმაციით, საჩივარს გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაეცნენ, ხოლო პროკურატურამ საჩივარს დაადო საიდუმლო გრიფი, რაც ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს ამ საჩივრის დეტალები. 
"პროკურატურა ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს შეეძლო, საიდუმლო, გრიფდადებული დოკუმენტის დამოუკიდებლად გადაგზავნა ნებისმიერი მესამე პირისთვის, ამ შემთხვევაში კომპანია "დელტაკომისთვის", რომელსაც ქონდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.

 მოქმედი კანონის თანახმად,  საიდუმლო, გრიფიანი  დოკუმენტის გადაცემა დაიშვება მხოლოდ უშიშროების სამინისტროს, მოცემულ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში. ამგვარი თანხმობა არ არსებობს.  ექსპერტმა საიდუმლოების შესახებ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, საიდუმლო დოკუმენტი გადაუგზავნა მესამე პირს  აი, ამის დაფარვას ცდილობს პროკურატურაც", _ აღნიშნა ბარათაშვილმა. იგი ,  არ გამორიცხავს, რომ სააპაელაციო სასამართლოს განჩინებასაც ამ საკითხზე მომავალში საიდუმლო გრიფი დაედოს. 

შეგახსენებთ, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. აღნიშნული პროკურატურამ გაასაჩივრა. დაცვის მხარე მოითხოვს, საჩივარს გრიფი მოეხსნას, რადგან ადვოკატის მოსაზრებით, ეს პროკურატურის მანიპულაცია და იარაღია, დაფაროს უკანონობა.

სიახლეები

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის...

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...