მთავარისიახლეებიეკონომიკაევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა უნდა გაძლიერდეს

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა უნდა გაძლიერდეს

Published on

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში გათვალისწინებულია ვალდებულება იმის შესახებ, რომ უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა – აცხადებს ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით. 

„ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ განხილვებს და  ვეცნობით ქართველი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.  ევროკავშირი ეროვნული ბანკების, როგორც ძლიერი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მტკიცე დამცველია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგში არის ვალდებულება გაძლიერდეს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ევროპული პრინციპების გათვალისწინებით.  თუ საქართველოს ხელისუფლება მოინდომებს, ევროკავშირი მზადაა ამ სფეროს ექსპერტები გამოაგზვანოს. განაცხადა ჰერმანმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...