საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, შემოდგომაზე, „ქართული ოცნების“ მიერ ყველა შეცდომის გაანალიზება თუ არ მოხდა, ისინი ამომრჩევლის წინაშე ვერ წარდგებიან ისეთი განახლებული გუნდით, რომელსაც შეეძლება, მომავალში დიდი მხარდაჭერით მართოს ქვეყანა. მისი თქმით, შეცდომების გაანალიზება აუცილებელია. „მგონია, რომ ამას ყველაფერს კარაგად გავიაზიარებთ და ნელ-ნელა მივალთ იქამდე, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკა ჰქვია. როდესაც თქვენთან ვსაუბრობდი სამომავლო გეგმებზე და ასე შემდეგ, პირველ რიგში, ჩემი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ „შემოდგომა, შემოდგომა“, თქვენს ეთერში გაჟღერდა და თქვენთან გაჟღერებული ინფორმაციის მერე შავ დღეში ვარ, მაგრამ თემა ის არის, რომ შემოდგომით, ყველა შეცდომის გაანალიზება თუ არ მოხდა, ჩვენ ვერ წავრდგებით ისე ამომრჩევლის წინაშე, რომ რეალურად შევთავაზოთ მას განახლებული გუნდი, რომელსაც პრეტენზია ექნება, რომ მომავალში, დიდი მხარდაჭერით მართოს ქვეყანა“, – განაცხადა კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“. წამყვანის კითხვაზე, ვისი მხრიდან იყო კაკულია „შავ დღეში“, დეპუტატმა უპასუხა: „მოვა დრო და დაზუსტდება“.
სიახლეები
სიახლეები
ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე
ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...
სიახლეები
ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...
სიახლეები
“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება
ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა.
რუსთავი 2-თან...
სიახლეები
როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...