მთავარისიახლეებისამართალიაქცია პროკურატურასთან - დაკავებულის ოჯახი უკანონო გადაწყვეტილებაზე საუბრობს

აქცია პროკურატურასთან – დაკავებულის ოჯახი უკანონო გადაწყვეტილებაზე საუბრობს

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის მთავარ პროკურატურასთან პატიმარ გიზო ჭანიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავარ პროკურორ ილია ჯალაღანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. ოჯახი აცხადებს, რომ გიზო ჭანია უდანაშაულოა, იგი 2012 წლამდე თავდაცვის სამინისტროში, აფხაზეთის კონტრდაზვერვაში მუშაობდა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოჯახის ინფორმაციით, გიზო ჭანია ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წევრი იყო. დაკავებულის ოჯახის განცხადებით, მას სამართალდამცავები თანამშრომლობას სთავაზობდნენ, თუმცა შემოთავაზებას გიზო ჭანია არ დათანხმდა. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, ამის შემდეგ მას იარაღი ჩაუდეს და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გასული წლის 5 ნოემბერს კი სასამართლომ მას თავისუფლება 4 წლის აღუკვეთა.

პროკურატურასთან ოჯახის წევრების აქციის დროს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა დაკავებული გიზო ჭანიას დამ. ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ლამზირა ჭანია მოგვიანებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, ოლქის პროკურორ ზაზა წულაიას დაკავებული გიზო ჭანიას მეუღლე შეხვდა. მისი ინფორმაციით, 10 მარტს ოლქის მთავარი პროკურორი ილია ჯალაღანია მათ შეხვდება.

ოჯახის განცხადებით, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიზო ჭანია მე -15 დღეა შიმშილობს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...