მთავარისიახლეებისამართალიჟურნალისტი მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს

ჟურნალისტი მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს

Published on

წუხელ ზუგდიდში, ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე Pktv.ge -ს ადგილობრივ ჟურნალისტ მიშა ძიძიგურსა და ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ნუკრი ესართიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ის ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების საპროტესტო აქციას აშუქებდა, სადაც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიც იმყოფებოდა. მიშა ძიძიგურის ინფორმაციით, საჯარო მოხელე კამერის ნახვამ გააღიზიანა და ჟურნალისტს მუშაობის შეწყვეტისკენ და გადაღებული მასალის წაშლა მოსთხოვა. "მე რო მივედი ნუკრი ესართია და ბაზრის მოვაჭრეები გარეთ იდგნენ. ნუკრი ესართია ერთ ქალს ეუბნებოდა, შენ სააკაშვილის და ნაციონალების მომხრე ხარ და წადი და უკრაინაში, ოდესაში იმუშავეო. ამ დროს ჩემი ფოტოაპარატით სურათი გადავიღე, რამაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გააღიზიანა. ნუკრი ესართიამ მითხრა, მოდიო, შენ ვინ მოგცაო უფლება სურათი გადამიღოო. მე მას ვუთხარი, რომ ვარ ჟურნალისტი და ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი. ამის შემდეგ მან ჟურნალისტის ბეიჯი მომთხოვა, რომელიც ვუჩვენე. ამის შემდეგ ვკითხე, თვითონ ვინ იყო, რაზეც ნუკრი ესართიამ მიპასუხა, რომ არის საქართველოს მოქალაქე. მას მე ავუხსენი, რომ ამ ფორმით ის ჩემს პროფესიულ მუშაობაში ხელს მიშლიდა, რაზეც მიპასუხა – "შენ როგორი ტონით მელაპარაკები" -ო, ახლავე დროზე წაშალე გადაღებული მასალაო, რაზეც მე მას უარი ვუთხარი". – განაცხადა ჟურნალისტმა მიშა ძიძიგურმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში. მისივე თქმით, ნუკრი ესართიამ ამ საუბრის შემდეგ ბაზრის ტერიტორია დატოვა.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს. ნუკრი ესართიამ მერიის ოფიციალურ გვერდზე მითითებულ არც ერთ სატელეფონო ნომერზე არ გვიპასუხა. მოგვიანებით უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "ფაქტთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ნუკრი ესართია ჟურნალისტთან დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ის აცხადებს, რომ დაინტერესდა იმ პირის ვინაობით, რომელიც ფოტოებს უღებდა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა. სედამხედველობის სამსახურის უფროსი ჟურნალისტისათვის კადრების წაშლის მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს" – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

ტუსკი- რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა. "ეს...

პოლონეთი აცხადებს,რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ დაარღვია

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ...

შსს: ამოღებულია 1 კგ-მდე „მეთადონი“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

გიორგი კინოიანის მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან იკრიბებიან

სამოქალაქო აქტივისტები და ერევანში დაკავებული, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის გიორგი კინოიანის ახლობლები დღეს, 10...