მთავარისიახლეებიპოლიტიკა7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით რიკოთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით რიკოთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

Published on

2019 წლის 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით,  თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე   გარკვეულ პერიოდში  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.     კერძოდ: მოზრაობა სიძღუდება 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს – 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  შეზღუდვა მოხდება რიკოთის საავტომობილო გვირაბში სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით,    საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.   დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.   აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

სიახლეები

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...