მთავარისიახლეებისაზოგადოება,,წინაპართა მიწას არავის დავუთმობთ და მის დასაცავად უპირველესად სამღვდელოება წავალთ''- მარნეულისა...

,,წინაპართა მიწას არავის დავუთმობთ და მის დასაცავად უპირველესად სამღვდელოება წავალთ”- მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

Published on

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
“ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად.
 
გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
 
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ. ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს” – აღნიშნულია განცხადებაში.
 
 მიუხედავადსაპატრიარქოს ამ განცხადებისა, დღეს ამ საკითხს მწვავედ გამოეხმაურა  მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგიც (ჯამდელიანი) 
 
. მან მიტროპოლიტი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი)  იობის მსგავსად აზერბაიჯანი საქართველოს საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა რომ მიწის დასაცავად უპირველესად სამღვდელოება წავა:
 
მე როგორც მარნეულის ეპისკოპოსმა მინდა ვთქვა რომ, ვხედავ თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენთან მცხოვრები აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე რათა ისინი იყვნენ სრულუფასოვანი წევრები საზოგადოების. მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მათ აქვთ ყოველგვარი პირობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ხალხთან. სამწუხაროა რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. ერთი იცოდეს ყველამ შინაურმაც და გარეულმა არავის დაუთმობთ ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას , უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მიუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად!
 
იმედია ჩვენი მეზობელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს კეთილმეზობლურ, ძმურ ურთიერთობებში არ გააჩენს ბზარს!“- განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგიმ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...