მთავარისიახლეებისამართალისოფ. ახალაბასთუმანში პოლიციამ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვა

სოფ. ახალაბასთუმანში პოლიციამ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანიში, გამწმენდი ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ "აჩისნოისთან" გარდაცვლილი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. ტერიტორია ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სოფელ ჭკადუაშში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით 50 წლისაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ცხედარი ქუთაისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში სისხლი აღენიშნებოდა, თუმცა ნატყვიარი არ ჩანდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შესაძლოა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი გულის შეტევა გახდა. მათთვის ასევე უცნობია, თუ რას აკეთებდა გარდაცვლილი პირი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...