GEM Fest ანაკლიაში

Published on

30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში გაიმართება ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest . ფესტივალი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას თაოსნობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

როგორც გიორგი სიგუა აცხადებს, ფესტივალის ორგანიზატორია ინტერნაციონალური გუნდი, რომლის  შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომელთა სახელი უკავშირდება  „რესპუბლიკა Kazantip“-ისა და და„Exit”-ის მასშტაბის წარმატებულ პროექტებს. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ნიკიტა მარშიანუკს, რომელიც აღშფოთებული გამოეხმაურა სიგუას ამ ინიციატივას და სარკასტულად აღნიშნავს, რომ სიგუა ვერაფერს შექმნის ისეთს, რაც ოდნავ მაინც გაწევს კონკურენციას კაზანტიპს და .არაორაზროვნად დასდო მას ბრალი კაზანტიპის მოდელის პლაგიატში.  

გიორგი სიგუას თქმით, GEM Fest  მულტიფორმატული პროექტია და პირველ რიგში ორიენტირებულია საქართველოსა და ქართულ ღირებულებებზე: მუსიკალური მხარის გარდა, პროექტის გუნდი სხვადასხვა სოციალურ პროექტებს განახორციელებს –  მოხდება ნიჭიერი ახალგაზრდების, სტუდენტების, გამომგონებლების დაფინანსება, ფესტივალის თითო ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, 1 ლარი გადაერიცხება „სოლიდარობის ფონდს“ და სხვ.ნაკლიაში  

ანაკლიის მოსახლეობა ამ ინფორმაციას არაერთგვაროვნად შეხვდა, შარშანდელი ფესტივალის კრახმა დიდი მოლოდინების ფონზე იგი უფრო ფრთხილი და კრიტიკული გახადა და უკვე აღეძვრის  მრავალი კითხვა ორგანიზატორებისადმი ფესტივალთან დაკავშირებული სერვისების კალკულაციის, ფესტივალის უშუალო ზონაში ადგილობრივი მომსახურე პერსონლისა და მოვაჭრეების  დაშვებასთან  დაკავშირებით. როგორც სიგუა აცხადებს, ყოველი დინტერესებული პირი უშუალოდ მისგან ან ჯემის გუნდის საკონტაქტო პირებისგან მიიღებს მკაფიო და ამომწურავ პასუხს ყველა კითხვაზე.  

ჯერჯერობით კი მოსახლეობას მოუწევს დასჯერდეს გიორგი სიგუას ამბიციურ გნცხადებას –  "ეს არის ის, რასაც დიდხანს ველოდით, ეს არის ის, რითაც ჩვენ ყველა ვიამაყებთ. ჩვენ ხომ მას თავად ვქმნით. ეს დღეს იბადება,მას მოფრთხილება, გაზრდა და გზაზე დაყენება სჭირდება.ეს ჩვენი გამოწვევაა, ვაჩვენოთ ყველას, რომ დაუჯერებელის დაჯერება შეიძლება , რომ უხილავის დანახვაც გვძალუძს და შეუცნობელის შეცნობაც.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...