მთავარისიახლეებიპოლიტიკადევი ჭანკოტაძე : ყველა, ვინც იბრძოდა 2008 წლის ომში, აფხაზეთსა და ცხინვალში,...

დევი ჭანკოტაძე : ყველა, ვინც იბრძოდა 2008 წლის ომში, აფხაზეთსა და ცხინვალში, ამაყობს იმით, რომ დაეჯახა რუსეთს და გააკეთა ყვეფერი, რაც შეეძლო

Published on

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი  დევი ჭანკოტაძე ვლადიმერ ჩაჩიბაიას ურჩევს საქართველოს უახლესი ისტორია კარგად შეისწავლოს. საუბარია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სკანდალურ განცხადებაზე, სადაც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსულ აგრესიას, “სამოქალაქო ომი” უწოდა. დევი ჭნკოტაზე განმარტებებს თავდაცვის მინისტრისგანაც ითხოვს.   „რუსებმა აფხაზეთში  ჩვენს წინააღმდეგ  გამოიყენეს სამხედრო ავიაცია –  “სუ 25” და “სუ 27”-ის ტიპის თვითმფრინავები, რომელიც ჩვენ გვბომბავდნენ იქ. გამოიყენეს სამხედრო საზღვაო ფლოტი, რომელიც გვესროდა იქ, და ამას ნომერ პირველი სამხედრო ეძახის სამოქალაქო ომს.   ვინც მონაწილეობდა იმ ომში, ვინც მონაწილეობდა 2008 წლის ომში, ვინც მონაწილეობდა 2004 წლის ცხინვალის ომში, ყველა ფიქრობს და ყველა ამაყობს იმით, რომ დაეჯახა რუსეთს და ებრძოლა, გააკეთა რაც შეეძლო. რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ და  საქართველოს იცავდნენ ეს ბიჭები   . ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს გამონათქვამი. მე ვურჩევ მას რომ უახლესი ისტორია საქართველოსი ისწავლოს ძალიან კარგად და სანამ ასეთ განცხადებას  გააკეთებს, კარგად დაფიქრდეს და ისე გააკეთოს განცხადება. კარგი იქნება, რომ თავდაცვის მინისტრიც გამოვიდეს და თავისი კომენტარი გააკეთოს ამ ე.წ. სამოქალაქო ომთან დაკავშირებით,“-განაცხადა დევი ჭანკოტაძემ

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...