მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ...

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

Published on

  87მომხრე 33 წინააღმდეგი – პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით მიიღო.
მესამე მოსმენით განხილვას წინ პოლიტიკური დებატები უძღოდა – საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება მოითხოვა, რაც უმრავლესობამ არ გაიზიარა.
კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა წინა მოსმენებზეც. ოპოზიციამ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და არაერთხელ დაადანაშაულა როგორც კლანის ინტერესების გატარებაში, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფაში.
 
 
პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. 
 
შანსის ხელიდან გაშვება, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნოთ, პოლიტიკური ხარაკირი და პირველი ოქტომბრისთვის განაჩენია, – მიმრტა გდედევან ფოფხაძემ ირკლ კობახიძეს – .
 
„მგონია, რომ შეგნებულად გაქვთ გააზრებული, რომ არ აპირებთ იმ ბოლო შანსის გამოყენებას, რომ პარლამენტი ღირსეულად გამოსულიყო ვითარებიდან, სადაც ყველა ერთად აღმოვჩნით. ჩემთვის ნათელია, რომ უბრალოდ, ხდება გარკვეული შეკვეთა, შესრულება და ამის იქით რაიმე სხვა მოტივაციაზე საუბარი ალბათ ზედმეტია. შეეცადეთ მაინც, გაითვალისწინოთ რაღაც რეკომენდაციები, რომ ეს მთლიანად საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების, არსაამთავრობო სექტორის, პროფესიული სექტორის გამოწვევა არ გახდეს. გული მტკივა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, ე.ი. პირველი ოქტომბერი მთავრდება. პირველი ოქტომბრისთვის და ადამიანებისთვის, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობდა, განაჩენი გამოგაქვთ იმის გამო, რომ სიამოვნება მიანიჭოთ და შეუსრულოთ შეკვეთა ზონდერ მოსამართლეებს. ბატონო ირაკლი, შენიშვნები დაიტოვეთ, ტაშს რომ გიკრავენ მათთვის,“, – განაცხადა ფოფხაძემ, რის შემდეგაც კობახიძემ გედევან ფოფხაძის პასუხადგანაცხადა : “გამოამჟღავნეთ პატივისცემა და შემდეგ მოგცემთ ხოლმე სიტყვას” და ფოფხაძეს მიკროფონი გამოურთო. 
 
„ის, რაც ამ დარბაზში ხდება, ეს არც რეგლამენტში წერია და არც პარლამენტარიზმის სტანდარტს შეესაბამება. ცენზურას აყალიბებთ და ადგენთ პარლამენტში? რა მოგეწონებათ და რა არა, იმის მიხედვით უნდა გათიშოთ მიკროფონები? ხომ არ ჩამოგვიწერთ სიტყვათა ჩამონათვალს ლექსიკონიდან, რომელიც საამებელია. ნუ მაწყვეტინებთ საუბარს, არ გაქვთ უფლება და დაიცავით რეგლამენტი. მანდ ჯდომა არის პასუხისმგებლობა და არა თვითნებობა. დამასრულებინეთ ან ჩამომიწერეთ სიტყვათა ის მარაგი, რომელიც გესიამოვნებთ და გამოვაგზავნი“,-  ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს
 
თავის მხრივ კი ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ის რეგლამენტს იცავს.
„რეგლამენტს ვიცავ, თქვენ არღვევთ, ქალბატონო ეკა“, – მიმართა კობახიძემ ბესელიას.
 
 
 
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....