მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასასიამოვნო მიღება-დახვედრა - ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის პირველი დღე სამსახურში

არასასიამოვნო მიღება-დახვედრა – ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის პირველი დღე სამსახურში

Published on

ზუგდიდის საბიბლიოთეკო გაერთიანების  ყოფილი თანამშრომელი სამსახურში დაბრუნდა.ზეინაბ მორგოშია მუშაობას კვლავ ძველ – მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე გააგრძელებს.თუმცა როგორც მორგოშიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ადგილი აქვს მიზანმიმართულ პროვოკაციას. ის განყოფილების გამგის  და დირექტორის მხრიდან მის მიმართ გამოხატულ უარყოფით დამოკიდებულებაზე საუბრობს.ბრალდებას უარყოფს განყოფილების გამგე ქეთევან კვარაცხელია, მისი თქმით, არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ქონია.საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი მადონა მაქაცარია აცხადებს, რომ პრობლემა სამუშაო მაგიდის გამოყოფა იყო, რაც უკვე მოგვარებულია.ზეინაბ მორგოშია  სამსახურიდან 2017 წლის ბოლოს გაათავისუფლეს, როგორც თვითონ აცხადებს, მისი გათავისუფლენა პოლიტიკური ნიშნით,  მაშინდელი მერის, მისი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით  მოხდა, რადგან მისი ქმრის, ალიოშა ალანიას მიმართ პირადი ინტერესები ამოძრავებდათ. ზეინაბ მორგოშიამ სასამართლო დავა შეთანხმების საფუძველზე შეწყყვიტა, მას კომპენსაციის სახით გადაუხდიან 4 ათას ლარს, ნაცვლად 8 ათასისა. მისი თქით, რაღაც დათმობაზე წავიდა და სასამართლო დავა არ გააგრძელა.

სიახლეები

აშშ-ის კონგრესი MEGOBARI Act-ის განხილვას დაუბრუნდება

აშშ-ის კონგრესი MEGOBARI Act-ის განხილვას დაუბრუნდება. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც კონგრესის განახლებული...

3-4 თვეში დავინახავთ მძიმე ეფექტს ინფლაციის -ნიკა გილაური

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი, ნიკა გილაური იმ მძიმე ეკონომიკურ შედეგებზე საუბრობს, რომელსაც ქვეყანას სანქცირებული და...

რასა იუკნევიჩიანე – საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია

საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა...

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

"ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი...